Belive

კარაგერი: "სიტი წელსვე უნდა დაესაჯათ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის", ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც ამჟამად ბრიტანულ ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, უეფას გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ინგლისელმა მცველმა "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან 2 წლით მოკვეთის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. "არ მჯერა, რომ "მანჩესტერ სიტი" ისევ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობს, ისინი წელსვე უნდა მოეკვეთათ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ვარ. რა მოხდება, თუ ისინი ამ ტურნირის მოიგებენ? ეს უეფას გადაწყვეტილებას სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდებს. მათ მადრიდის "რეალს" უნდა უგულშემატკივრონ, რადგან "სიტიმ" თასი არ მოიპოვოს. ჩემი აზრით, უეფას გადაწყვეტილება ძალაში ამავე წელს უნდა შეეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველა მხარეს ბევრ გაუგებრობას წარმოშობს",-თქვა კარაგერმა.

სხვა სტატიები