Belive

კარანტინის შემდეგ პირველივე მატჩში: კვარაცხელიამ მაკრატელა გაიტანა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის ჩემპიონატის განახლებიდან პირველსავე ტურში, ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა მოახერხა. ყაზანის "რუბინის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ურალთან" სტუმრად მიმდინარე შეხვედრაში 39-ე წუთზე, აკრობატული დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1 და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ეს კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში, რუსეთის პრემიერლიგაში მესამე გოლია - 19 წლის ქართველს 1 საგოლე გადაცემაც აქვს. რაც შეეხება ყაზანელთა მეორე ქართველ ლეგიონერს, ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზეა და მის გამოჩენას მოედანზე მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ.

სხვა სტატიები