Belive

კარდიფის მწვრთნელი: "ეგვიპტელის ყვინთვას 9.9 ბალით შევაფასებდი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩში "ლივერპულმა" სტუმრად "კარდიფი" 0:2 დაამარცხა. შეხვედრის მე-80 წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში მოჰამედ სალაჰი წაიქცა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა. "კარდიფის" მთავარმა მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა ჟურნალისტებთან აღნიშნულ ეპიზოდზე ისაუბრა. "თერთმეტმეტრიანი ძალიან საეჭვო იყო. ეგვიპტელს წაქცების საშუალება მივეცით და მან 9.9 ბალიანი ყვინთვა შეასრულა," - თქვა უორნოკმა.

სხვა სტატიები