Belive

კარდიფის ფანების ღირსეული საქციელი ემილიანო სალას საპატივცემულოდ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანეთში გულშემატკივრობა ტრადიციისა და კულტურის დონეზეა აყვანილი, ამიტომ არასოდეს გვიკვირს როდესაც პრემიერლიგის ან შედარებით დაბალი ჩემპიონატების ბინადარი გუნდების ფანებისგან სხვადასხვა ღირსეულ საქციელებს ვიგებთ, მაგრამ "კარდიფის" ფანების მოქმედებამ მოლოდინსაც გადააჭარბა. პრემიერლიგაში მოასპარეზე უელსური გუნდის ფანები, გუშინ "ნანტის" საშინაო არენას ეწვივნენ და "სტ.ეტიენთან" გამართულ მატჩს დაესწრნენ, მათ თან ბანერიც წაიღეს სადაც შემდეგი წინადადება ეწერა:"ჩვენ არასოდეს გვინახავს შენი თამაში და არასოდეს გვინახავს შენი გოლები, მაგრამ ემილიანო შენ ხარ ჩვენი ლამაზი ლურჯი ჩიტი და ჩვენ შენ ყოველთვის გვეყვარები"  "ლურჯი ჩიტი" "კარდიფის" მეტსახელია, რომელიც მათ ლოგოზე გამოსახული ლურჯი ჩიტის გამო შეარქვეს.

სხვა სტატიები