კარდიფის ლეგენდა 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

პიტერ უიტინგჰემი, რომელიც ბრიტანულ “კარდიფში” 10 წლის განმავლობაში თამაშობდა, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ადასტურებენ.

რამდენადაც ცნობილია, პაბში ყოფნისას, პიტერ უიტინგჰემი შემთხვევით დაეცა და თავი დაიზიანა. ყოფილი ფეხბურთელი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ უიტინგჰემის მეუღლე, ამანდა, ფეხმძიმედ იმყოფებოდა და რამდენიმე თვეში, ყოფილი ფეხბურთელი მამა გახდებოდა.

კარდიფის ლეგენდა

უიტინგჰემს “კარდიფში 413 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. პოზიციით ნახევარმცველს, “კარდიფის” შემადგენლობაში 85 გოლი ჰქონდა გატანილი. მისი დახმარებით, 2013 წელს გუნდმა პრემიერ ლიგაში გადმოსვლა შეძლო და ასევე, ლიგის თასისა (2012) და ასოციაციის თასის ფინალშიც (2008) ითამაშა.

“კარდიფის” გარდა, უიტინგჰემი “ასტონ ვილასა” და “ბლექბერნშიც” თამაშობდა.

კარდიფის ლეგენდა 35 წლის ასაკში გარდაიცვალა 1

კარდიფის განცხადება

“უდიდესი მწუხარებით გაუწყებთ რომ პიტერ უიტინგჰემი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენ უზომოდ გვეტკინა გული. ვიზიარებთ მისი მეუღლის, ამანდას, მათი შვილისა და ოჯახის მწუხარებას.

პიტერი იყო ადამიანი, რომელიც ოჯახისთვის იყო დაბადებული. იუმორით, სითბოთი და ადამიანური თვისებებით გამოირჩეოდა. როგორც ფეხბურთელი, ის იყო, ნიჭიერი და ღირსეული.

პიტერის დაკარგვა ძალიან მტკივნეული დარტყმა იქნება მთელი ქალაქისთვის, ჩვენი გუნდის გულშემატკივრებისა და თითოეული ადამიანისთვის, რომელიც მას იცნობდა. ჩვენ ყოველთვის გვეყვარები და შენ ყოველთვის ჩვენთან დარჩები, პიტერ.”

 

(16967)

კარდიფის ლეგენდა 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-