Belive

კარგი პიარი თუ გულწრფელი მონანიება? - სტერლინგმა დუმილი დაარღვია

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა (3:1) და საჩემპიონო ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მატჩის მიწურულს ჯო გომესსა და რაჰიმ სტერლინგს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც მომდევნო დღეს ინგლისის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამზარეულოში, ინგლისის ნაკრების წევრების თანდასწრებით, სტერლინგი გომესს თავს დაესხა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა, რომელიც ინგლისის ნაკრების წევრებმა განმუხტეს. აღნიშნული ინციდენტიდან გამომდინარე, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროს წინააღმდეგ განაცხადში არ შეიყვანა. ინგლისმა მონტენეგრო ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ანგარიშით 7:0 გაანადგურა - თუმცა "უემბლიზე" საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. შეხვედრის 70-ე წუთზე, მოედანზე შესულ ჯო გომესს ინგლისელი ფანების ნაწილმა დაუსტვინა. რაჰიმ სტერლინგი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც გომესის დაცვა გადაწყვიტა და Twitter-ზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. გულშემატკივართა ნაწილმა, სტერლინგის საქციელი მოიწონა და გულწრფელ მონანიებად ჩათვალა - მეორე ნაწილმა კი სტერლინგი სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ პიარად მიიჩნია. "მინდოდა მოვლენები დამეტოვებინა ისე როგორც იყო და ზედმეტი კომენტარი არ გამეკეთებინა მაგრამ იძულებული ვარ კიდევ ერთხელ ვისაუბრო: საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა იმის ყურება, რომ ჩემი დანაშაულის გამო ჩემს თანაგუნდელს უსტვენდნენ. ჯოს არაფერი ცუდი არ გაუკეთებია", - აღნიშნა რაჰიმ სტერლინგმა.
Untitled

სხვა სტატიები