Belive

კარიერაში მეოთხედ: პრემიერლიგის საუკეთესო 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლესტერის" თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი ინგლისის პრემიერლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პრემიერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში, ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა "ჩელსის" შემტევი ტომი აბრაჰამი და "მანჩესტერ სიტის" თილისმა სერხიო აგუერო დაამარცხა. ვარდიმ, რომელიც ინგლისის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას, წინა თვეში 4 გოლის გატანა მოახერხა, მისი გუნდი კი სენსაციურად, 11 ტურის შემდეგ მესამე პოზიციას ინარჩუნებს და მხოლოდ მოქმედ და ვიცე-ჩემპიონს, შესაბამისად "მანჩესტერ სიტის" და "ლივერპულს" ჩამორჩება. ასეთი აღიარება 32 წლის ფეხბურთელმა კარიერაში მეოთხედ მიიღო. ორჯერ ვარდი "მელიების" საჩემპიონო სეზონში, ერთხელ კი მიმდინარე წლის აპრილში აღიარეს.

 

სხვა სტატიები