Belive

კარიერაში პირველად - ქოჩორაშვილი ლევანტეს სასტარტო შემადგენლობაშია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ესპანეთის თასის 1/32 ფინალის მატჩები გაიმართება. "ლევანტე" გასვლაზე "პორტუგალეტეს" დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ სტუმართა ძირითად შემადგენლობაშია ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი. "ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა კოპა დელ რეიზე ზოგიერთი ფეხბურთელი დაასვენა და შანსი ახალგაზრდა ნახევარმცველსაც მიეცა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქოჩორაშვილი "ლევანტეს" მთავარ გუნდში შეხვედრას სასტარტო 11-ეულში დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეს" შემადგენლობაში 2019 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი მას "ლა ლიგაში" დებიუტიც ჰქონდა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Levante UD (@levanteud)

სხვა სტატიები