Belive

კარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-მ, 2021/2022 წლების სეზონის, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ - კარიმ ბენზემა დაასახელა.

კარიმ ბენზემა "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ასევე მან ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში, 15 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით პირველი ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში, მადრიდის "რეალის" ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფში, ფრანგ ფეხბურთელს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარიმ ბენზემამ ეს აღიარება კარიერაში პირველად მოიპოვა.

სხვა სტატიები