Belive

კარიმ ბენზემა - ერთ დღეს ლიონში დავბრუნდები

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კარიმ ბენზემა მრავალი წლის განმავლობაში "სამეფო კლუბში" ასპარეზობს, თუმცა ფრანგმა კარიერა "ლიონში" დაიწყო და ეს კლუბი მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგის ოთი გზის გამარჯვებული აცხადებს, რომ ოდესმე "ლიონში" აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა არ იცის, როგორც ფეხბურთელი თუ როგორც მწვრთნელი. "ამჟამად საფრანგეთში დაბრუნება გამორიცხულია, რადგან მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, მაგრამ ნელ-ნელა ასაკში შევდივარ და შესაძლებელია კარიერა "ლიონში" დავასრულო. "ერთ დღეს მე იქ დავბრუნდები, მაგრამ არ ვიცი ფეხბურთელის რანგში თუ რაიმე სხვა ამპლუაში." შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა "რეალში" მეთერთმეტე სეზონს ატარებს და ამ დროის განმავლობაში უამრავი ტიტულის მოგება მოახერხა. დღემდე კარიმს მადრიდში 501 მატჩი აქვს ჩატარებული და 241 გოლით იწონებს თავს.

სხვა სტატიები