Belive

კარიმ ბენზემა: "რეალი კვლავ ფავორიტია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი", UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი სამი სეზონის ტრიუმფატორია. "სამეფო კლუბიდან" ზინედინ ზიდანისა და კრიშტიანუ რონალდუს წასვლის მიუხედავად, კარიმ ბენზემა მიიჩნევს, რომ "რეალი" კვლავ ფავორიტია. მადრიდელთა ფრანგი ლიდერის მტკიცებით, "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიის გადაწერა კვლავ შეუძლია. "ჩემპიონთა ლიგა სრულიად განსხვავებული ტურნირია. არ არსებობს იოლი მატჩები - თითოეული მათგანი უაღრესად მნიშვნელოვანია. "რეალი" მსოფლიოში საუკეთესოა და ჩვენგან ყოველთვის წარმატებას ელიან. უამრავი რთული მატჩის ჩატარება მოგვიწევს და არაერთი ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს - თუმცა ფავორიტად კვლავ "რეალი" მიმაჩნია. "ბლანკოსის" მთავარ მიზანს, ყველა ტურნირის ტრიუმფით დასრულება წარმოადგენს", აღნიშნა კარიმ ბენზემამ.

სხვა სტატიები