Belive

კარიმ ბენზემა რონალდუს რეკორდთან ძალიან ახლოს არის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მრავალი წელია კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, ფრანგ თავდამსხმელს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს. ამჯერად საქმე საგოლე გადაცემების რაოდენობას ეხება. ამჟამად "სამეფო კლუბის" ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით საუკეთესო ასისტენტი კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ. პორტუგალიელს 25 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ბენზემას, ფრანგს 23 ასისტი აქვს. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ "რეალის" "ცხრიანი" ამ მაჩვენებს გააუმჯობესებს და სულ მალე "ბლანკოსის" ისტორიაში სწორედ ბენზემა იქნება საუკეთესო ასისტენტი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. რაც შეეხება ესპანეთის "პრიმერა დივიზიონს" ლიდერი აქაც პორტუგალიელი გახლავთ 85 შედეგიანი გადაცემით. კარიმს კი 76 ასისტი აქვს. რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდში კარიმი გააუმჯობესებს ამ მაჩვენებელს და ფრანგი  საუკეთესო ასისტენტი გახდება მადრიდის "რეალის" ისტორიაში.

სხვა სტატიები