Belive

კარიმ ბენზემამ კრიშტიანო რონალდუ დაჩრდილა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კარიმ ბენზემა მადრიდული გრანდიდან კრიშტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ, კიდევ უფრო პროდუქტიული გახდა. "ბლანკოსის" ფრანგმა ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონის სტარტზე, ლა ლიგის 3 ტურში, 4 გოლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ კარიმ ბენზემამ, გასულ სეზონში ლა ლიგის 32 შეხვედრაში, მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო. ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩში, "ლეგანესის" წინააღმდეგ გაფორმებული დუბლით, ბენზემა საკუთარ გუნდს დაეხმარა გამარჯვებაში. ამასთანავე, ფრანგმა ვარსკვლავმა ყოფილი თანაგუნდელის, კრიშტიანო რონალდუს შედეგი გააუმჯობესა. "ლეგანესი" ლა ლიგაში მოასპარეზე 33-ე გუნდი აღმოჩნდა, რომლის კარშიც ბენზემამ გაიტანა - კრიშტიანო რონალდუს, ლა ლიგაში მოასპარეზე 32 გუნდის კარი აქვს აღებული. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ჩამორჩება ლეო მესის. "ბარსელონას" სუპერვარსკვლავს ლა ლიგის ბინადარი 36 კლუბის კარი აქვს აღებული. მიუხედავად იმისა, რომ კარიმ ბენზემამ კრიშტიანო რონალდუს შედეგი გააუმჯობესა, ამ კომპონენტში იგი ჯერ კიდევ არაა "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელი. "ბლანკოსის" ესპანელმა შემტევმა, რაულმა ლა ლიგის 35 გუნდის კარში გაიტანა.

სხვა სტატიები