Belive

კარიმ ბენზემას ისტორიული მიღწევა !!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და "ვალენსიას" შორის. მატჩი მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. ორი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, ხოლო ერთი კი მარკო ასენსიომ. ფრანგი ფეხბურთელისთვის მეორე გოლი ისტორიული გამოდგა. კარიმმა "სამეფო კლუბის" ისტორიაში, ყველა დროის ბომბარდირთა დავაში 243 გატანილი გოლით ფერენც პუშკაშს გადაასწრო. პუშკაში ამ დრომდე მე-5 ადგილზე გახლდათ და ახლა ამ პოზიციას ბენზემა იკავებს. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ "ბლანკოსის" "ცხრიანი" ამ შედეგს გააუმჯობესებს და უფრო წინ წაიწევს, მეოთხე ადგილს კლუბის კიდევ ერთი ლეგენდა, სანტილიანა 290 გოლით იკავებს. შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემას მიმდინარე სეზონში უკვე 16 გატანილი გოლი დაუგროვდა.

სხვა სტატიები