Belive

კარიუსი ბეშიქთაშის სათადარიგო მეკარე ხდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" საკუთრებაში მყოფი მეკარე, ლორის კარიუსი ფორმაში ისევ ვერ შედის. როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" დაშვებულმა შეცდომებმა მასზე სერიოზულად იმოქმედა. 2018 წლის ფინალის შემდეგ, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კარიუსის დროებით "ბეშიქთაშში" გაშვება გადაწყვიტა. მიზეზად კი მისთვის თავდაჯერების მომატება დაასახელა. გერმანელი კარის დარაჯი კარგად ვერც თურქეთში ასპარეზობს. 25 წლის ფეხბურთელი "ბეშიქთაშის" თავკაცმა, სენოლ გუნეშმა "ქონიასპორთან" მოგების (3:2) შემდეგ გააკრიტიკა. "ბურთები მისი შეცდომების გამო გავუშვით. კარიუსის თავს რაღაც ხდება - პრობლემებია მის ენთუზიაზმსა და მოტივაციაში. ლორისი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. თუ 35 წლის ტონგა ზენგინი მზად იქნება სათამაშოდ, მე კარში მას დავაყენებ," - განაცხადა "ბეშიქთაშის" მწვრთნელმა.

სხვა სტატიები