Belive

კარიუსი: „კლოპს გუნდში ჩემი დატოვება სურდა“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ და ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალის ანტიგმირმა, ლორის კარიუსმა „ბეშიქთაშში“ იჯარის წესით გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კარიუსის თქმით, ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს მისი გუნდში დარჩენა სურდა. „კლოპმა მითხრა, რომ გუნდში უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ მე წასვლა ვარჩიე. მწვრთნელთან ამაზე ვისაუბრე და მან ჩემი პოზიცია კარგად გაიგო. ჩემი სურვილია, „ბეშიქთაშში“ სათამაშო დრო სულ მქონდეს და ეს ყველასთვის უკეთესი იქნება. კლოპმა წარმატებები მისურვა, მაგრამ ნამდვილად სურდა, რომ გუნდში დავრჩენილიყავი“, - ციტირებს გერმანელი კიპერის სიტყვებს Sky Sports-ი.  

სხვა სტატიები