Belive

კარიუსს სურს, რომ ბეშიქთაში ნაადრევად დატოვოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" საკუთრებაში მყოფ კარის დარაჯს, ლორის კარიუსს სურს, რომ "ბეშიქთაში" ნაადრევად დატოვოს. როგორც იცით, გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომების შემდეგ, მერსესაიდელთა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გერმანელი მეკარის განათხოვრება გადაწყვიტა. კარიუსს კი პრობლემები არც თურქეთში ელევა. როგორც ცნობილი გახდა, 25 წლის ფეხბურთელისთვის "ბეშიქთაშს" ჯერჯერობით რამდენიმე თვის ხელფასი არ გადაუხდია. ამასთან ერთად, ლორისს გუნდის მთავარი მწვრთნელი, სენოლ გუნეშიც აკრიტიკებს. Turkiye Gazetesi-ის ინფორმაციით, კარიუსი არენდის ვადის გასვლასა და 2020 წლამდე მოცდას არ აპირებს.

სხვა სტატიები