Belive

კარლ-ჰაინც რუმენიგეს "ბაიერნის" მწვრთნელად ხაბი ალონსოს დანიშვნა სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანული "ბაიერნის" სპორტულ დირექტორს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს, კლუბის მწვრთნელის პოსტზე ხაბი ალონსოს ხილვა სურს. ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი 37 წლისაა და ამჟამად სამწვრთნელო კურსებს გადის. "მე მინდა რომ ის "ბაიერნში" დაბრუნდეს, ის მშვენიერი მწვრთნელი იქნება, თანაც რამდენიმე ენაზე თავისუფლად საუბრობს, იგი ექსტრაორდინალური პერსონაა და ფეხბურთელობისას მოედნის ცენტრის გენერალი იყო. ის იჭერთა ბურთს, ანაწილებდა, ხანდახან ანელებდა თამაშს, ხანდახან კი პირიქით სიჩქარეს მატებდა მას" - განუცხადა რუმენიმემ გერმანულ გამოცემა Kicker-ს. ხაბიმ ბაიერნში 3 სეზონი გაატარა და ჩატარებულ 79 მატჩში 5 გოლს მოუყარა თავი.

სხვა სტატიები