Belive

კარლეს პუიოლმა ბარსელონას უარით უპასუხა!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ რაც პეპ სეგეირამ "ბარსელონას" გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა, კატალონიელები აღნიშნულ პოზიციაზე მათ ყოფილ კაპიტანს, კარლეს პუიოლს მოიაზრებდნენ. აღნიშნული ფაქტის შესახებ ესპანური პრესაში საკმაოდ ბევრი რამ იწერებოდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ხმა, რომ "ბლაუგრანას" მესვეურებმა პუიოლის დათანხმება ვერ მოახერხეს. ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში თავად პუიოლმაც დაადასტურა, მან ერთ-ერთ სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განმარტა თუ რატომ უთხრა "ბარსას" უარი. "დიდხნიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ შეთავაზებაზე უარი მეთქვა. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ჩემს საყვარელ ადგილას, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი ინტერესები სხვა საქმეზეა მიპყრობილი და არ მინდა მოვდუნდე", - განაცხადა პუიოლმა. შეგახსენებთ, კარლეს პუიოლმა მთელი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა "ბარსელონას" რიგებში გაატარა.

სხვა სტატიები