Belive

კარლეს პუიოლმა ლეო მესის ბარსელონაში დარჩენა შეაფასა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ამ სტატუსის მოქმედი მატარებლის ლიონელ მესის კატალონიურ კლუბში დარჩენის შესახებ კომენტარი გააკეთა. "ბედნიერი ვარ, რომ ის "ბარსელონაში" თამაშს გააგრძელებს. მე კვლავაც ვენდობი ამ გუნდს და ვიცი, რომ ლეოსთან ერთად ჩვენ უდავოდ კიდევ უფრო ძლიერები ვართ", - დაწერა პუიოლმა Instagram-ში. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდა, რაც ბოლო წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკური გახლდათ, თუმცა "ბარსას" ბოსებმა მას ამის ნება არ დართეს, გამოსასყიდი თანხის 700 მილიონი ევროს გადახდა კი შეუძლებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, 6 ოქროს ბურთის მფლობელი მშობლიურ კლუბში კიდევ სულ მცირე ერთ სეზონს გაატარებს - 2021 წლის ზაფხულში მას "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი ეწურება.

სხვა სტატიები