Belive

კარლო ანჩელოტი: "ამის ახსნა შეუძლებელია, ეს ბერნაბეუს მაგიის დამსახურებაა"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში ლონდონის "ჩელსის" დამარცხების (5:4) შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.
"მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში გველოდა, მოედანზე მოქმედება კიდევ უფრო მეტად გაგვიძნელდა. 0:2-ს არ ვიმსახურებდით, მაგრამ სტანდარტული სიტუაციისას შეცდომა დავუშვით. ძალიან გვაკლდა ედერ მილიტაო. მართალია, რომ პირველ ტაიმში ჩვენს გუნდს გოლის გატანის სურვილი არ ეტყობოდა. მას მერე, რაც ორი ბურთი გავუშვით, ჩვენი ფეხბურთელები რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მაგრამ ამ სტადიონის მაგია ეხმარება ფეხბურთელებს და გუნდს არ დანებდნენ. სხვანაირად როგორ შეიძლება ამის ახსნა? არც ერთი წამით მიფიქრია, რომ ამ მატჩს წავაგებდით. ცხადია, მიზნის მიღწევა რთული იქნებოდა, მაგრამ "ბერნაბეუზე" მატჩები არ მთავრდება საფინალო სასტვენამდე არ სრულდება. ძნელია ამ მაგიის ახსნა, მაგრამ ფაქტია ეს გვეხმარება. სწორედ ეს მაგია დაეხმარა კარვახალს კარგად ეთამაშა დაცვის ცენტრში და ასევე დაეხმარა გუნდს ძალების მოკრებაში ნახევარფინალში გასასვლელად", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
ნახევარფინალურ ეტაპზე, "სამეფო კლუბი" "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ წყვილის პირველ მატჩში გამარჯვება ინგლისურმა კლუბმა მოიპოვა, რომელმაც საშინაო კედლებში - 1:0 იმარჯვა, საპასუხო მატჩი კი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" 13 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები