Belive

კარლო ანჩელოტი: "ბარსელონას ბევრი თამაში არ მინახავს, ხავის ცვლილებებზე ვერაფერს გეტყვით"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
12 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ სტადიაზე, პრინციპული მეტოქის, “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა,  კომენტარი გააკეთა.
"ბარსელონას" ბევრი თამაში არ მინახავს. მადრიდის "რეალს" ბევრი თამაში აქვს და ფეხბურთის გარდა სხვა საქმეებიც მაქვს გასაკეთებელი. ასე რომ, ვერ გეტყვით, რონალდ კუმანის შემდეგ, ხავის ხელმძღვანელობით რამდენად შეიცვალა მათი თამაში. ტრავმირებული ფეხბურთელების მიმართ გარკვეული ეჭვი მაქვს. დანიელ კარვახალი ერთ-ერთი მათგანია. ის ტრავმისგან გამოჯანმრთელდა და მისი მდგომარეობა უნდა შევაფასოთ. მყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მარჯვენა გარემარბის როლის მორგება. მადრიდის "რეალს" მოსწონს ასეთი მატჩების გამართვა", - თქვა 41 წლის სპეციალისტმა.
“ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება 12 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები