კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” ,,ლივერპული” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.

,,სამეფო გუნდის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გახდა პირველი სპეციალისტი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო. იტალიელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე აქამდე 2003, 2007 (მილანთან ერთად) და 2014 (რეალთან ერთად) წლებში იმარჯვა.

შედეგად, ანჩელოტიმ ბობ პეისლისა (1977, 1978, 1981 წლებში) და ზინედინ ზიდანის (2016, 2017, 2018 წლებში) შედეგი გააუმჯობესა.


კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-