Belive

კარლო ანჩელოტის ვაჟი: "ხვიჩას თამაშის ყურება სასიამოვნოა, მას ყველაფერი აქვს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ვაჟი და ამავე დროს, მისი ასისტენტი, დავიდე ანჩელოტი იტალიურ მედიას ესაუბრა და სხვადასხვა თემებთან ერთად, "ნაპოლის" ამჟამინდელ მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი. მათ შორის, საქართველოს ნაკრების და ნეაპოლური გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"ნაპოლის" ახალი შენაძენები? კვარაცხელია მართლაც მხიარული ფეხბურთელია, ყველა მასზე ლაპარაკობს. ფეხბურთის გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება, რადგან ის ქმნის განსხვავებას, ის სწრაფია პირისპირ სიტუაციებში, აქვს ხასიათი, კარგად ართმევს თავს და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს.

ჯუნტოლი გვაჩვენებს თავის უნარს, გამოავლინოს ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც კარგები არიან დაცვაში. მან ეს გააკეთა დი ლორენცოს შემთხვევაში წლების წინ და ახლა ეს გაიმეორა კიმის დამატებით. კრისტიანო ძალიან კარგად კითხულობს მცველებს, მანამდეც კი, სანამ მაღალ დონეზე ავიდოდა, რაჰმანიც აღმოაჩინა. თუმცა, ჯუნტოლის აქვს გაწვრთნილი თვალი ზოგადად და შეუძლია ღირებული ფეხბურთელების პოვნა, რაც გასულ ზაფხულს განხორციელებული ტრანსფერებით დასტურდება", - თქვა დავიდე ანჩელოტიმ.

მსოფლიო ფეხბურთის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს “პარტენოპეის” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მის აქტივში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები