Belive

კარლოს ბაკას რეკორდი ლა ლიგაში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვილიარეალის" თავდამსხმელი, კარლოს ბაკა "ლა ლიგაში" რეკორდსმენი გახდა. საქმე ისაა, რომ ბაკას "ლა ლიგაში" 52 გატანილი ბურთი დაუგროვდა და რადამელ ფალკაოსთან ერთად გახდა პირველი კოლუმბიელი ფეხბურთელი რომელმაც ამ შედეგს მიაღწია. ფალკაოსაც 52 ბურთი აქვს გატანილი. განსხვავება კი ის არის, რომ რადამელ ფალკაომ ამ შედეგის მიღწება მხოლოდ და მხოლოდ 68 მატჩში შეძლო, როდესაც მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება ბაკას, მან ჯერ "სევილიას" და ახლა "ვილიარეალის" შემადგენლობაში 110 თამაში ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ბაკას ამ რეკორდის დამხობა თავისუფლად შეუძლია.

სხვა სტატიები