Belive

კარლოს კეირუში კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ხოსე პეკერმანის ნაცვლად, სამხრეთ ამერიკელებს პორტუგალიელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს. ცნობილია, რომ კეირუშმა კოლუმბიის ნაკრებს 5-წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. იგი პეკერმანის შემცვლელად დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა ირანის საფეხბურთო ნაკრებთან კონტრაქტის ამოწურვამდე, ორ მხარეს შორის კონტრაქტი არ შედგა. 65 წლის კეირუშის ხელმძღვანელობით კოლუმბია პირველ მატჩს მიმდინარე წლის მარტში იაპონიის წინააღმდეგ ჩაატარებს: "ძალიან მიხარია, რომ კოლუმბიის საფეხბურთიო ფედერაციამ ამხელა ნდობა გამომიცხადა, ეს ჩემთვის დიდი პატივია," აღნიშნა კეირუშმა. კეირუშს აქამდე 4 ეროვნულ ნაკრებში უმუშავია (ირანი, პორტუგალია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სამხრეთ აფრიკა). ასევე, პორტუგალიელი სპეციალისტი 1 წლის განმავლობაში მადრიდის "რეალსაც" წვრთნიდა, სადაც მან ესპანეთის სუპერთასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები