Belive

კარლოს ტევესმა რუნისთან დაკავშირებით პატარა ისტორია გაიხსენა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წლების მანძილზე რუნი და ტევესი "ეშმაკების" ღირსებას იცავდნენ. ამ ორ ფეხბურთელს არაერთი ისტორია აქვთ, მაგრამ კარლოს ტევესმა გაიხსენა პერიოდი, როდესაც მას გუნდში აბსოლიტურად ყველა დასცინოდა მისი მანქანის გამო. ცნობილია, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდათ ყოველთვის. ასე, რომ "ფერარი", "ლამბორჯინი" და ასეთი კლასის მანქანები იქ არავის უკვირს. როდესაც ტევესი "მანჩესტერში" გადავიდა, მას "აუდი" ჰყავდა, რომელიც კლასით ბევრად ჩამოუვარდებოდა თავისი თანაგუნდელების მანქანებს. არგენტინელმა სულ ცოტა ხანში "ფერარი" შეიძინა, მაგრამ გუნდელები მანქანას ისე უყურებდნენ, თითქოს "ფერარი" კი არა "ფიატ 600" ყოფილიყო. ამ ყველაფრის ფონზე უეინ რუნიმ გმირული საქციელი ჩაიდინა. მან კარლოს ტევესს საკმაოდ ძვირადღირებული "ლამბორჯინი" აჩუქა. "როდესაც რუნიმ ლამბორჯინი მომიყვანა მე ვკითხე თუ რას აკეთებდა? მან მიპასუხა "აიღე ეს ლამბორჯინი, მე სხვებიც მყავს"." "ჩემთვის ეს საქციელი ძალიან დასაფასებელი იყო. საქმე "ლამბორჯინში" არ იყო. მთავარი მისი დამოკიდებულება იყო ჩემს მიმართ, რამაც მე ძალიან ბედნიერი გამხადა და ადაპტაციაში დამეხმარა ."

სხვა სტატიები