Belive

კარვახალმა პრემიერლიგაში თამაშის სურვილი გამოთქვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" უკანახაზელი სამეფო კლუბის შემადგენლობაში თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა აღნიშნავს რომ ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაზე ფიქრობს. დანი კარვახალის მტკიცებით, კარიერის დასრულებამდე მას ინგლისური კლუბის მაისურის მორგება სურს. საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საუბრისას, კარვახალმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ "ბლანკოსის" შემდეგ, პრემიერლიგის რომელიმე გრანდში შეძლებს კარიერის გაგრძელებას. "აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზულად ვფიქრობ. არც არასდროს დამიმალავს, რომ ინგლისის პრემიერლიგაში თამაში მსურს. ეს არის გამოწვევა, რომელსაც სიამოვნებით მივიღებ. ჯერ-ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია. კარიერის ბოლომდე "რეალში" დარჩენას არ გამოვრიცხავ, თუმცა ინგლისის პრემიერლიგა იდეალური ალტერნატივა იქნება", - აღნიშნა კარვახალმა

სხვა სტატიები