Belive

კარვახალი მალიორკასთან შეხვედრას გამოტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი ლა ლიგის შემდეგ ტურში, მალიორკას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის მიღებულია, რომელიც 27 წლის ესპანელის დასვენებას ჩემპიონთა ლიგაში "გალათასარაისთან" გასამართი შეხვედრისთვის აპირებს. ამ სეზონში კარვახალმა "ბლანკოსების" 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები