Belive

ანტონიო კასანო: ბექჰემზე სიმპათიური ვიყავი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდი, ფაბიო კაპელოსთან და დევიდ ბექჰემთან ურთიერთობა გაიხსენა. "დონ ფაბიოსთან ერთად ჩემს კარიერაში საუკეთესო წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი ჩავატარე. 10 კგ დავიკელი და 82 გავხდი. მალე სეზონიც დაიყწო და საწყის ორ შეხვედრაში ვითამაშე, მესამეში კი კაპელომ გამომცვალა და ამის გამო მასზე გავბრაზდი, რაზეც დღეს ბოდიშს ვუხდი. დევიდ ბექჰემი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, თუმცა პირველ რიგში დიდებული პიროვნება. ის ნამდვილი როკ-ვარსკვლავი იყო და მთელს მსოფლიოში ცნობილო, თუმცა ძალიან თავმდაბალი დარჩა. უნდა ვაღიაროთ, რომ მე მასზე სიმპათიური ვიყავი. მაშინ "რეალში" დიდი კონკურენცია იყო და იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი რუდ ვან ნისტელროი თამაშს ვერ ახერხებდა, ვინაიდან იქ იყო რონალდუ, რომელიც ამ პლანეტიდან ნამდვილად არ ყოფილა. ის ფენომენი გახლდათ",-თქვა 37 წლის ვეტერანმა შემტევმა. კასანო "სამეფო კლუბში" 2006-08 წლებში ირიცხებოდა და ესპანეთის ჩემპიონიც გახდა.

ასევე იხილეთ: კასანო: “თუ ვიტყვი, რომ არსებობს საფეხბურთო ღმერთი, ეს რონალდო იქნება”

სხვა სტატიები