Belive

კასანო: "რონალდუ ბენზემას სახელზე უნდა ლოცულობდეს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ქარიმ ბენზემას შესახებ, საინტერესო მოსაზრება გამოთქვა იტალიელმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, რომელიც 2006-2008 წლებში მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში თამაშობდა.
"ფეხბურთში მხოლოდ ტიტულებსა და გოლებს არ უნდა ვითვლიდეთ. ზიდანს ცოტა გოლი აქვს გატანილი, მაგრამ იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. იგივეს თქმა შემიძლია რიკელმეზეც. ჩემი აზრით, კრიშტიანუ რონალდუ დილით უნდა ლოცულობდეს და მადლობას უხდიდეს ბენზემას იმისთვის, რომ მის გვერდით თამაშობდა. რონალდუს გოლები ყოველთვის გაჰქონდა, მაგრამ ის სხვა სტილის ფეხბურთელია. ბენზემა ცენტრფორვარდია, რომელიც ზიდანის, 9-იანისა 10-იანის ფუნქციებს თანაბრად ითავსებს", - განაცხადა კასანომ.
9-წლიანი კარიერის განმავლობაში, რონალდუმ "რეალში" 438 მატჩი ჩაატარა და 450 გოლი გაიტანა. ამავე პერიოდში, პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის თასს 4-ჯერ დაეუფლა და 4 ოქროს ბურთი მიიღო. რაც შეეხება, ბენზემა-რონალდუს წყვილს, ფრანგმა კრიშტიანუს 47 ასისტი გაუკეთა, თუმცა არასტატისტიკურ ნაწილში, ყველა თანხმდება, რომ ბენზემას მოძრაობა მოედანზე რონალდუსთვის პროდუქტიული იყო. ამას ბენზემას განცხადებაც ადასტურებს.
“რონალდუს წელიწადში 50-60 გოლი გაჰქონდა. იმ პერიოდში მოედანზე უფრო მეტი მოძრაობა მიწევდა, რათა მისთვის მეტი თავისუფალი სივრცე შემექმნა. მისი წასვლის შემდეგ, გოლების გატანა და მეტი საგოლე პასის გაკეთება ჩემი საქმე გახდა”, – თქვა ბენზემამ France Football-თან საუბრისას.
[Downloader.la]-625408f172a86

მიმდინარე სეზონში, ბენზემამ 36 მატჩში 37 გოლი გაიტანა. რიო ფერდინანდის შეფასებით, ფრანგი ასეთ ფორმაში არასოდეს ყოფილა.
ძალიან გამიკვირდება, თუკი ოქროს ბურთის მფლობელთა სიაში ბენზემას ვერ დავინახავ. მან ჩემპიონთა ლიგაზე, პლეი-ოფში, ზედიზედ 2 მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა, ფრანგი მაგიურ ფეხბურთს თამაშობს, ეს ნამდვილი მასტერკლასი იყო", - აღნიშნა რიომ.

სხვა სტატიები