Belive

კასანო: "რონალდუმ იუვენტუსში წარმატებას ვერ მიაღწია"

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
იტალიის ნაკრების ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" ასპარეზობა წარუმატებლად შეაფასა. კასანო მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვალვი ანდრეა პირლოს სათამაშო სტილში არ ჯდება.  2018 წელს ტურინის "იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ მადრიდის "რეალს" 99 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა, საქმე ნამდვილად დიდ თანხასთან გვაქვს თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დროისთვის კრიშტიანუ 33 წლის იყო. "იუვენტუსის" ინვესტიცია ნამდვილად წარმატებული გამოდგა, რადგან ტურინულ გრანდში გადმოსვლის დღიდან პორტუგალიელი აგრძელებს იმ საქმის კეთებას, რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის (გოლების გატანა). "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელმა "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად აღებული 117 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 90 გოლი გაიტანა, სერია ა-ში კრიშტიანუმ 70 გოლი გაიტანა და აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ამ შედგეს სულ რაღაც 83 შეხვედრაში მიაღწია. მსგავსი შედეგი იატლიური ფეხბურთის ისტორიაში რონალდუზე სწრაფად არავის უჩვენებია. სწორედ ამიტომ უმეტესობა მიიჩნევს, რომ მისი თამაში "იუვენტუსში" წარმატებულია. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ რონალდუმ "ბებერ ქალბატონში" მასზე დაკისრებულ მისიას თავს ვერ ართმევს. ერთ-ერთი მათგანი ანტონიო კასანოა. კასანომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "პორტუსთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფიანლური დაპირისპირების პირველი შეხვედრის წაგების შემდეგაც მწვავედ გააკრიტიკა. ახლა კი კასანომ რონალდუს შესახებ კვალვ ისაუბრა. Football Italia-ს მიხედვით კასანომ განაცხადა: 
"მას გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, "იუვენტუსმა" ის ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად დაიმატა, თუმცა გუნდმა ამ ტურნირზე ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა მას შემდეგ, რაც რონალდუ დაიმატა". " სერია ა-ს ტიტულს "იუვენტუსი" რონალდუს გარეშეც მოიგებდა. ეს არასწორი პროექტი იყო. 120 წლის მანძილზე ერთადერთი, რასაც "ბიანკონერისთვის" მნიშვნელობა ჰქონდა, ყოველთვის გამარჯვება იყო. ეს კვალვ რჩება გუნდის მთავარ მოვალეობად, მაგრამ მათ სათამაშო სტილის შეცვლა სცადეს ჯერ სარისთან ერთად, ახლა კი ამას პირლოსთან ერთად ცდილობენ". "რონალდუს პირლოს ხედვებთან და იდეებთან საერთო არაფერი აქვს. ის გოლების გატანას გააგრძელებს, რადგან მას ამის გაკეთება დამჯდარსაც კი შეუძლია. ის მარცხნიდან შუაში იწევს და მეტოქეს ანადგურებს მისი თავური დარტყმები კი უნიკალურია". "ანდრეას გუნდის თამაშის აწყობა უკნიდან სურს, სურს, რომ გუნდმა ინტენსიური და მაღალი პრესინგი ითამაშოს. რონალდუს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ პირლოს გეგმაში ნაკლებად მონაწილეობს. რონალდუს ასპარეზობა "იუვენტუსში" წარუმატებელია, თუ მასთან ერთად გუნდი ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს".
შესაძლოა, კრიშტიანუმ "ბებერ ქალბატონთან" ერთად ჯერჯერობით ვერ შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება, მაგრამ მის ტურინულ გრანდში გამოსვლას წარუმატებელი ნამდვილად არ შეიძლება ეწოდოს - პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გოლების გატანას განაგრძობს და მას შემდეგ, რაც "იუვეს" შეუერთდა, რონალდუმ ორივე სეზონში გუნდთან ერთად სერია ა-ს მოგება შეძლო. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში რონალდუმ 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები