Belive

კასანო: "თუ ვიტყვი, რომ არსებობს საფეხბურთო ღმერთი, ეს რონალდო იქნება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალ მადრიდის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ იტალიურ მედიასთან, რონალდოს შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა. "სახლში 0:1-ს ვაგებდით, შესვენებაზე კი მწვრთნელმა ბრაზილიელს უთხრა, რომ მის ნაცვლად ვან ნისტელროის შემოყვანას აპირებდა. რონალდომ ის შეაჩერა და უთხრა: "არა, გამიყვანე, თუ 15 წუთში 2 გოლი არ მექნება გატანილი."
"მე-60 წუთისთვის რონალდოს დუბლით ანგარიში 2:1 იყო. თუ ვიტყვი, რომ არსებობს საფეხბურთო ღმერთი, ეს რონალდო იქნება. "მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მესი მასზე მაღლაა," - დაასრულა კასანომ.
იტალიელ ფეხბურთელს მედიამ მარადონასა და მესის შესახებაც ჰკითხა. 
"დიეგომ 4-5 წლის განმავლობაში გააკეთა ისეთი რამ, რაც მანამდე არ გვქონდა ნანახი, ხოლო ლეო იმავეს 15 წელია ახერხებს."
   

სხვა სტატიები