Belive

კაშია: "დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვართ, მაგრამ წინ უფრო გამბედავად უნდა ვთამაშობდეთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მარტის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ტირანაში ალბანეთის ნაკრებს ესტუმრა და დაუმარცხებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა. ტირანაში ჩატარებული შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. ვილი სანიოლის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩში შეინახა მშრალად კარი, რომელსაც ამჯერად გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ალბანეთთან გამართული მატჩი შეაფასა გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ.
"დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვართ და ძალიან ცოტა მომენტს გვიქმნიან. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ამას ცოტა ბურთით თამაში, მეტი მომენტი და უფრო გამბედავად უნდა ვთამაშობდეთ. თუ მომენტი ვერ შექმენი, თამაშს ვერ მოიგებ. ამიტომ, ცოტა მეტი გვმართებს. გვაკლდა წამყვანი ფეხბურთელები და იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელად იქნებიან ოფიციალური თამაშებისთვის. ძალას შეგვმატებენ და უფრო მეტ კრეატიულობას შემოიტანენ ჩვენს თამაშში. დადებითად შევაფასებ ამ კვირას. ბოსნიასთან გამარჯვების შემდეგ, დღეს ძალიან მძიმე თამაში გვქონდა. ალბანეთი კარგი გუნდია, გასვლაზე ვითამაშეთ და რამდენიმე დღე გვქონდა ძალების აღსადგენად. მსურს, ერთა ლიგის დაწყებამდე ყველა ჯანმრთელად იყოს, რადგან წამყვანი მოთამაშეების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. 10 დღეში ოთხი თამაში გვაქვს, რაც ძალიან რთულია ყველა ფეხბურთელისთვის. ამიტომ, ყველა მოთამაშე გვჭირდება და, რაც მთავარია, კარგი სტარტი და ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყება."

სხვა სტატიები