კაშია: “ესტონეთთან აუცილებლად უნდა მოგვეგო”

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020/21 წლის სეზონის უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპირდა. “დინამო არენაზე” გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე ფრედ – 0:0 დასრულდა.

განვილილი შეხვედრების შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ისაუბრა:

“საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვითამაშეთ და  ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით. გულდაწყვეტილები ვართ ფეხბურთელები, იმედგაცრუებულები. მაქსიმუმი გავაკეთეთ მაგრამ არ იყო საკმარისი. პირველი თამაშის შემდეგ, ალბათ რთული იყო ფსიქოლოგიურად შემდეგი თამაშისთვის მომზადება, იმიტომ რომ დიდი თამაში იყო თითოეული ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვირთულა შემდეგ შეხვედრებზე თამაში.

დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ, სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა. უნდა მოგვეგო აუცილებლად ეს თამაში, მაგრამ არ გამოგვივიდა.”

(81)

კაშია: “ესტონეთთან აუცილებლად უნდა მოგვეგო”

სტატიის ავტორი
-