Belive

კაშია: "მჯერა, რომ ხვალ კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხვალ სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"გუნდში ახალი სახეები, მწვრთნელი და ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს. ამჟამად ერთმანეთის გაცნობის პროცესში ვართ და ვცდილობთ, რომ მისი სისტემა კარგად შევისწავლოთ. ვიცით, რომ ჩვენი ჯგუფი ძალიან რთულია, მაგრამ პოზიტიურად ვართ განწყობილები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური რაოდენობის ქულები მოვიპოვოთ. სამწუხაროდ, ახალ მწვრთნელს ბევრი დრო არ ჰქონდა. სულ რაღაც 2 ვარჯიში ჩავატარეთ ერთად, მაგრამ მჯერა, რომ ხვალ კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. რაც შეეხება ზლატანს, ის შვედეთში საუკეთესო ფეხბურთელია. მისი დაბრუნება როგორც ფეხბურთისთვის, ასევე თქვენთვის, შვედებისთვის ძალიან კარგია," - თქვა კაშიამ.
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებ გუნდებს შორის დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

ასევე იხილეთ: სანიოლი: ფეხბურთელები შეეცდებიან, რომ ხვალ საქართველომ იამაყოს

სხვა სტატიები