Belive

კაშია: "თითოეულ ჩვენგანს დიდი იმედი გვაქვს, რომ დინამო არენა კვლავ გაივსება"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს შინ, შვეიცარიასთან ჩაატარებს. "ყველაზე მთავარი ისაა, რომ ნაკრებშიც და გულშემატკივრებშიც შევქმენით დადებითი განწყობა და ხალხს იმედი დავუბრუნეთ. მომავალ ორ თამაშში რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ. მატჩებისთვის მოსამზადებლად ძალიან მოკლე პერიოდი გვაქვს, მაგრამ ახლა კონკრეტულად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით. საკვალიფიკაციო ტურნირის კარგად დაწყება, ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებს გვსურს, რომ მომავალ ორ თამაშში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენს ჯგუფში ურთიერთშეხვედრებში ძალიან ბევრი ქულა დაიკარგება, ამიტომ აღნიშნული ორი თამაშის შედეგი ჯგუფში ჯერჯერობით არაფერს გადაწყვეტს. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა მწვრთნელი, ფეხბურთელები და ალბათ გულშემატკივარიც ისეთი თავდაჯერებული ვართ, რომ წარმატების მიღწევის შანსი გვაქვს. თანამედროვე ფეხბურთში გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს დიდი იმედი გვაქვს, რომ 23 მარტს "დინამო არენა" კვლავ გაივსება ეს ფაქტი მოთამაშეებს თავდაჯერებას  და დამატებით ძალას გვაძლევს," - განაცხადა გურამ კაშიამ. საქართველოსა და შვეიცარიას შორის მატჩი შაბათს 6 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება.

სხვა სტატიები