Belive

კასილასი - ჩემი კარიერა ისე არ დასრულდა, როგორც მსურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გულთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, ლეგენდარული ესპანელი კიპერი იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა. იკერ კასილასმა აღიარა, რომ მისი პროფესიონალური კარიერა ისე არ დასრულდა, როგორც სურდა. "ეს არ ყოფილა რთული, რადგანაც გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი რეალობისთვის თვალი გამესწორებინა და დავმორჩილებოდი. გულთან დაკავშირებულ პრობლემებამდე ვფიქრობდი, რომ დაახლოებით ორი წლის შემდეგ დავასრულებდი კარიერას. ყოველდღიურად ვუახლოვდებოდი კარიერის დასასრულს, თუმცა უნდა ვარიარო, რომ ჩემი კარიერა არ დასრულებულა ისე, როგორც წარმომედგინა. მადლიერი ვარ, რომ არაერთი დიდებული და დაუვიწყარი მოგონებით სავსე კარიერა მქონდა. ახალგაზრდულ ასაკში უამრავი ოცნება გაქვს - ვფიქრობ, ჩემი კარიერის განმავლობაში ოცნებების ახდენა შევძელი", - აღნიშნა იკერ კასილასმა.

სხვა სტატიები