Belive

კასილასი შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული მეკარე იკერი კასილასი შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს. ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. მადრიდის "რეალის", "პორტუსა" და "ფურია როხას" ვეტერანი გოლკიპერის კანდიდატურას ესპანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია წარმოადგენს. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ქალის ცემის ფაქტშია ეჭვმიტანილი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი მას შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოს. 2019 წლის ზაფხულში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მეკარემ გულის შეტევა მიიღო, რის მერეც მოედანზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა და ამჟამად "დრაკონების" სტრუქტურაში ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის კონსულტანტად მუშაობს.

სხვა სტატიები