Belive

კასილასმა "ლა დესიმას" მოგების დღე გაიხსენა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი დრამატულობით საკმაოდ გამორჩეულია. "სამეფო კლუბი" ნანატრ მე-10 თასს მადრიდის "ატლეტიკოსთან" ბოლო წუთებამდე აგებდა, რა დროსაც სერხიო რამოსმა მატჩის 93-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. დამატებით დროში კარლო ანჩელოტის შეგირდებმა მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს და საერთო ჯამში 4:1 გაიმარჯვეს. ამასთან დაკავშირებით მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა გაიხსენა თუ რა უთხრა სერხიო რამოსს ანგარიშის გათანაბრების შემდეგ: "მე ვუთხარი მას, შენ ნამდვილი ლიდერი ხარ !! შენ იქნები ყოველთვის ის ფეხბურთელი, რომელმაც "ლა დესიმას" ბედი გადაწყვიტა !! ამის შემდეგ მე მას ვაკოცე" - განაცხადა კასილასმა "Goal-თან" საუბრისას. შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასს მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 725 მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები