Belive

კასილასმა ლივერპულთან მატჩის შემდეგ პორტოს შანსებზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პორტოს" ვეტერანმა მეკარემ, იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი თამაშის შემდეგ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა. "პორტო" სტუმრად "ლივერპულთან" 2:0 დამარცხდა. "100-დან 100%-ით ოპტიმისტი ვარ და შედეგიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვიფიქრებთ, რომ ჩემპიონთა ლიგას უკვე გამოვეთიშეთ. საკუთარ კედლებში ნახევარფინალში გასვლისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. მადლობა პორტს ქომაგებს, ლივერპულში მხარდაჭერისთვის." - წერს კასილასი. მისი პოსტიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ესპანელი მსაჯობითაც უკმაყოფილო დარჩა.

სხვა სტატიები