Belive

კასილასი მოურინიოს "როდის მიხვდები რომ წასვლის დროა?"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიური "პორტოს" 37 წლის ესპანელი კიპერი იკერ კასილასი ჟოზე მოურინიოს გამოეხმაურა. მოურინიომ იკერ კასილასის შესახებ განაცხადა, რომ მისი კარიერა სამუდამოდ დასრულებულია, რაც როგორც ჩანს ესპანელი მეკარისათვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. იკერმა საკუთარ სოციალურ ქსელში (Twitter) საპასუხო გზავნილი დაასტატუსა.
"აბსოლუტურად ვეთანხმები! ახლა კი მე მაქვს შეკითხვა, როდესაც მწვრთნელი გუნდს ვეღარ ერგება და ვერანაირი ხერხით ვეღარ ხდება მისი განვითარება, რა ხდება ასეთ დროს?!", - განაცხადა იკერ კასილასმა.

სხვა სტატიები