Belive

კასილასმა პორტოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა "პორტოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 37 წლის მეკარე პორტუგალიაში 2021 წლამდე დარჩება. მისივე თქმით, კარიერას "პორტოში" დაამთავრებს.
"დღეს განსაკუთრებული დღეს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. მსურს კარიერა სწორედ პორტოში დავასრულო. როდესაც აქ გადმოვედი, ბევრმა თქვა, რომ მხოლოდ ერთ ან ორ სეზონს ვითამაშებდი და შემდეგ კარიერას დავასრულებდი. მხოლოდ პორტოზე ვფიქრობ. კარიერის დასრულებას აქ ვაპირებ და შემდეგ რა იქნება არვიცი" - განაცხადა ესპანელმა მეკარემ.
კასილასი "პორტოში" მადრიდის "რეალიდან" 2015 წელს გადავიდა. გუნდთან ერთად 2017-18 წლების სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები