Belive

კასილასმა საფეხბურთო მოედნიდან პორტოს მენეჯმენტში გადაინაცვლა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა, განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, იგი "პორტოს" მენეჯმენტში იწყებს მუშაობას. "ვაპირებ ვიმუშავო ისეთ საკითხებზე, რომელიც საფეხბურთო მოედანზე თამაშისგან სრულიად განსხვავდება. ჩემი მოვალეობა მოთამაშეებსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის კავშირის ჩამოყალიბება იქნება," განაცხადა კასილასმა. შეგახსენებთ, რომ კასილასმა მიმდინარე წელს ინფარქტი გადაიტანა, რის გამოც, მას მომდევნო სეზონში მოედანზე ვერ ვიხილავთ.

სხვა სტატიები