Belive

კასილასმა საქველმოქმედო ელ კლასიკოს გამართვის სურვილი გამოთქვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალის" ლეგენდარულმა კიპერმა - იკერ კასილასმა საქველმოქმედო "ელ კლასიკოს" გამართვის სურვილი გამოთქვა, რომელშიც "ბარსელონასა" და "რეალის" ლეგენდები მიიღებენ მონაწილეობას. კასილასის ინსპირაციის წყარო ხავის მიერ Twitter-ზე განთავსებული ვიდეო გახდა, რომელსაც ანდრეს ინიესტა და კარლეს პუიოლი გამოეხმაურნენ. "ბარსელონას" ლეგენდებს იკერ კასილასიც შეუერთდა და საინტერესო კომენტარი გააკეთა. "სახალისოა, თქვენს წინააღმდეგ და თქვენთან ერთად რამდენჯერმე მომიწია თამაში. როდესაც ეს კოშმარი დასრულდება ორივე გუნდის ლეგენდები უნდა შევკრიბოთ და ვინტაჟური კლასიკო გავმართოთ. საქველმოქმედო მატჩი, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება", - აღნიშნა იკერ კასილასმა.

სხვა სტატიები