Belive

კასილასმა წამყვან ჩემპიონატებში საყვარელი გუნდები დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა წამყვანი ჩემპიონატების საყვარელი კლუბები დაასახელა. ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, ჰოლანდია, პორტუგალია, ბრაზილია, არგენტინა და მექსიკა. კასილასმა ამ ქვეყნის ჩემპიონატებზე გაამახვილა ყურადღება. შემთხვევითი არ არის, და გასაკვირიც იქნებოდა სხვანაირად რომ ყოფილიყო, ესპანეთში მისი საყვარელი კლუბი რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალია". სამეფო კლუბში მან 16 სეზონი გაატარა და გუნდის ცოცხალი ლეგენდაა. გერმანიაში იკერის საყვარელი გუნდი "შალკე" ყოფილა. ინგლისში კი "ნიუკასლს" ანიჭებს უპირატესობას. კასილასის საყვარელი იტალიური გუნდი "ნაპოლია", საფრანგეთსა და ჰოლანდიაში კი "მარსელი" და "აიაქსი". არც ისაა გასაკვირი, რომ პორტუგალიაში "პორტოს" მოყვარულია, რადგან უკვე მე-4 სეზონია სწორედ აქ თამაშობს. იკერისთვის საყვარელი ბრაზილიური კლუბი "სანტოსი" აღმოჩნდა, ხოლო არგენტინაში "ბოკა ხუნიორსი". მექსიკაში - "კრუზ აზული".

სხვა სტატიები