Belive

კასილასმა ვარჯიში განაახლა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გულის შეტევიდან 6 თვისა და 3 დღის შემდეგ, ლეგენდარულმა მეკარე იკერ კასილასმა ხელთათმანები კვლავ მოირგო და ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ Twitter-ზე თავად დაწერა და ვარჯიშის შემდეგი ფოტოც დაურთო. ზაფხულში კასილასმა "დრაკონების" ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ის ამჟამად სამწვრთნელო შტაბსა და მმართველებს შორის შუამავლის პოზიციას ითავსებს, თუმცა არაა გამორიცხული 38 წლის ვეტერანი მოედანზე კვლავ ვნახოთ. კასილასი "პორტუში 2015 წელს გადაბარგდა და მას მერე ჩატარებული 156 შეხვედრიდან 74-ში კარი მშრალად შეინახა. პორტუგალიურ კლუბში მან ქვეყნის ჩემპიონატი და ორჯერ თასი მოიგო.  

სხვა სტატიები