Belive

კასპერ შმეიხელი | სტერლინგის სიმულაციას დღემდე განვიცდი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
EURO 2020-ის ფინალის დასრულების შემდეგ, დანიის საფეხბურთო ნაკრების კიპერმა - კასპერ შმეიხელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სტერლინგის სიმულაციას დღემდე განიცდის. ინგლისსა და დანიას შორის გამართული ნახევარფინალური მატჩის დროს, არბიტრმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და დანიელთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, რის შედეგადაც ინგლისმა ფინალის საგზური მოიპოვა. კასპერ შმეიხელის მტკიცებით შეხვედრის მთავარი არბიტრი შეცდა და რაჰიმ სტერლინგის სიმულაციას წამოეგო.
"ჩემთვის უმიშვნელოა ის ფაქტი, რომ EURO 2020 იტალიამ მოიგო - ამავდროულად, ნახევარფინალში, მსაჯების მიერ დაშვებული მიუტევებელი შეცდომის გამო, მიხარია რომ ინგლისი ფინალში დამარცხდა და ჩემპიონი ვერ გახდა. სტერლინგის სიმულაცია საკუთარი თვალით ვნახე და მას დღემდე განვიცდი - აშკარა სიმულაცია იყო", - აღნიშნა კასპერ შმეიხელმა.

სხვა სტატიები