Belive

კასპერ შმეიხელის უცნობი ისტორია და სიმამაცე ლესტერის პრეზიდენტის ტრაგედიის დროს!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პიტერ შმეიხელმა თავისი შვილი მამაცური საქციელისთვის შეაქო - საქმე ეხება ლესტერის პრეზიდენტის ტრაგედიის დროს მომხდარ ამბავს, როდესაც ვიჩაი შრივადხანაპრაბჰას ვერტფრენმა კატასტროფა განიცადა. ოქტომბერში "მელიებმა" დაკარგეს გუნდისთვის მნიშვნელოვანი, ძალიან გავლენიანი მფლობელი დაკარგეს. ამ ტრაგედიამ სრულიად საფეხბურთო სამყარო შეძრა. "ლესტერი" სამძიმარს მთელი მსოფლიოდან იღებდა და ტაილანდელ მილიარდერს საფეხბურთო სამყარომ უდიდესი პატივი მიაგო. პიტერ შმეიხელმა მისი შვილის კასპერის სიმამაცესა და გამბედაობაზე, ასევე ამ შემთხვევის შემდეგ მიღებულ ტრავმებზე ისაუბრა. "არავინ გარბის ცეცხლმოკიდებული ვერტმფრენისკენ პირდაპირ, თუმცა მან ეს გააკეთა. ეს საქციელი ჩემი შვილის ხასიათზე მიუთითებს. მე კიდევ არ მჯერა, რომ ეს მოხდა. მისი ინსტიქტები არის ის, რაც მე ამაყს მხდის და მაშინებს კიდეც. როგორც  ვთქვი, ვინ გარბის ცეცხლმოკიდებული ვერტმფრენისკენ პირდაპირ? კასპერს ყოველდღე ველაპარაკები. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაზე ვსაუბრობთ. მე მჯერა რომ მისი სახით ("ლესტერის" მფლობელი) ფეხბურთმა დიდი მოთამაშე დაკარგა", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მეკარემ "THE SUN"-თან საუბარში. შეგახსენებთ, რომ სწორედ ტაილანდელი ბიზნესმენის პერიოდში მოახერხა "ლესტერმა" პრემიერლიგის მოგება.

ასევე იხილეთ: ლესტერის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ვიდეო

სხვა სტატიები