Belive

კატალონიის პოლიციამ ბართომეუ კორუფციაში დაადანაშაულა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბართომეუს კატალონიის პოლიცია კორუფციაში ადანაშაულებს. ინფორმაციას Football Espana El Mundo ავრცელებს. სამართალდამცავ ორგანოს მიაჩნია, რომ კლუბის მმართველმა "ბარსელონას" სახელი პირადი ფინანსური გარიგებებისთვის გამოიყენა და ამით დიდი სარგებელიც ნახა. კლუბის საქმეების მოგვარების დროს, გადარიცხვების შესრულებისას ბართომეუმ 6-ჯერ მეტი თანხა მიიღო. ამ საქმეში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პარტნიორი კომპანია, რომელიც ფინანსურ დარღვევებში "ბლაუგრანას" ბოსთან ერთად მონაწილეობდა, სწორედ ის გახლავთ, რომელმაც ლეო მესის, ჟერარდ პიკეს და გუნდის სხვა ვარსკვლავებს სოციალურ ქსელში ე.წ ტროლებისა და ბოტების მეშვეობით სახელი შეულახა. ცხადია, "ბარსას" ხელმძღვანელმა მის მიმართ წაყენებული ბრალდება უარყო, თუმცა კატალონიის პოლიცია საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს.

სხვა სტატიები